Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-სექტემბერში 22.3%-ით გაიზარდა

ფოტო: ფრენკ მაკკენა/Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22.3%-ით გაიზარდა და 10.01 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 24%-ით – 2.98 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 21.6%-ით – 7.03 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. ამავე პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4.05 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)