Site icon Civil.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირას საქართველოს ეწვევა 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ფოტო: flickr.com

პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ მომავალ კვირას საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ეწვევა.

თავდაცვის მდივანი და მისი გუნდი ევროპის ტურნეს ფარგლებში უკრაინას და რუმინეთსაც ეწვევიან. „მისი ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ბრიუსელში მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე დასრულდება“, – დასძინა კირბიმ.

საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია. ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში 21-22 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის ვიზიტი „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)