საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 16 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული ნაწილი, ასევე მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარების არჩევნების პირველი ტურების შედეგები შეაჯამა.
ცესკოს ცნობით, მერების არჩევისთვის მეორე ტურები გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ფოთში, ასევე 15 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ქართული ოცნების მერობის 44-მა კანდიდატმა გამარჯვება პირველივე ტორში მოიპოვა.
საქართველოს მასშტაბით, მეორე ტურებში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, პარტია საქართველოსთვის და თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ოზურგეთში მერობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატიც იბრძოლებს.
თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 42 მაჟორიტარული მანდატისთვის ასევე მეორე ტურები გაიმართება.
მეორე ტურებში მაჟორიტარობისთვის შემდეგი 9 პარტიის კანდიდატები იბრძოლებენ – ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოსთვის, ლელო საქართველოსთვის, გირჩი-მეტი თავისუფლება, ევროპელი სოციალისტები, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის და თავისუფალი საქართველო. მეორე ტურში, ოზურგეთის მე-11 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობას დამოუკიდებელი კანდიდატი ეცდება.
საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველობის არჩევნების მეორ ტურები 30 ოქტომბერს გაიმართება.
მერების არჩევნების მეორე ტურები
თვითმმართველი ქალაქები
თბილისი
- კახა კალაძე – ქართული ოცნება;
- ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ქუთაისი
- ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- იოსები ხახალეიშვილი – ქართული ოცნება,
ბათუმი
- გიორგი კირთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- არჩილ ჩიქოვანი – ქართული ოცნება.
რუსთავი
- ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება;
- დავით კირკიტაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,
ფოთი
- ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება;
- გიგი (გიორგი) უგულავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
მუნიციპალიტეტები
თელავი
- ლევან ანდრიაშვილი – ქართული ოცნება;
- გიორგი ბოტკოველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
თიანეთი
- ლევან წიკლაური – ქართული ოცნება;
- თამაზ მეჭიაური – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის.
ქარელი
ზაზა გულიაშვილი – ქართული ოცნება;
ნიკოლოზ ახალკაცი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ხაშური
- თენგიზ ჩიტიაშვილი – ქართული ოცნება;
- იოსებ ბუაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ცაგერი
- გიორგი ნემსაძე – ქართული ოცნება;
- ბესარიონ ბენდელიანი – საქართველოსთვის.
ბაღდათი
- კახა ენუქიძე – ქართული ოცნება;
- გიორგი რობაქიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
წყალტუბო
- გენადი ბალანჩივაძე – ქართული ოცნება;
- ზაზა მეტრეველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ოზურგეთი
- ავთანდილ თალაკვაძე – ქართული ოცნება;
- კონსტანტინე შარაშენიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი.
სენაკი
- კობა ნაყოფია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ვახტანგ გადელია – ქართული ოცნება.
მარტვილი
- თორნიკე ჯანაშია – ქართული ოცნება;
- თეიმურაზ ჯანაშია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ხობი
- დავით ბუკია – ქართული ოცნება;
- ბესიკი შენგელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ზუგდიდი
- ანზორ მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- მამუკა წოწერია – ქართული ოცნება.
წალენჯიხა
- გიორგი ხარჩილავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- გოგა გულორდავა – ქართული ოცნება.
ჩხოროწყუ
- დათო გოგუა – ქართული ოცნება;
- ბადრი ქარჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ხელვაჩაური
- ზაზა დიასამიძე – ქართული ოცნება;
- მიშა ბოლქვაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
მეორე ტურები მაჟორიტარული მანდატებისთვის
თბილისი – #3 ოლქი (საბურთალო)
- ავთანდილ ცინცაძე – ქართული ოცნება;
- ბორისი ყურუა – გირჩი-მეტი თავისუფლება.
რუსთავი – #6 ოლქი
- გრიგოლ ვეფხვაძე – ქართული ოცნება;
- ერეკლე დოლიძე – საქართველოსთვის.
ყვარელი – #9 ოლქი
- მამუკა ბერიაშვილი – ქართული ოცნება;
- რატი ტურაშვილი – საქართველოსთვის.
ახმეტა – #3 ოლქი
- ელდარ ბაღაკაშვილი – ქართული ოცნება;
- მალხაზ მაჩალიკაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
თიანეთი – #1 ოლქი
- ზვიად ზვიადაური – ქართული ოცნება;
- ნანა ცალუღელაშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის.
დუშეთი – #1 ოლქი
- გიორგი ინაშვილი – ქართული ოცნება;
- იოსებ ბუჩაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
კასპი – #5 ოლქი
- ბადრი ჯანიაშვილი – ქართული ოცნება;
- ვალერი ბაკიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ქარელი – #1 ოლქი
- ყარამან როინიშვილი – ქართული ოცნება;
- თემურ ხოსრუაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
ქარელი – #3 ოლქი
- მურთაზ ცისკაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- გიორგი გრიგალაშვილი – ქართული ოცნება.
ხაშური – #7 ოლქი
- დავით მეტრეველი – ქართული ოცნება;
- თემურ ვარდოშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ონი – #4 ოლქი
- მადლენა მეტრეველი – ქართული ოცნება;
- თამაზ მეტრეველი – საქართველოსთვის.
ონი – #7 ოლქი
- მამუკა ყვალაშვილი – ქართული ოცნება;
- თეიმურაზ დევიძე – ლელო საქართველოსთვის.
ლენტეხი – #5 ოლქი
- ბერდია ზურაბიანი – ქართული ოცნება;
- გიორგი შავრეშიანი – თავისუფალი საქართველო.
სამტრედია – #8 ოლქი
- პაატა კოხრეიძე – ქართული ოცნება;
ალექსანდრე კოხრეიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ჭიათურა – #12 ოლქი
- ვახტანგ ცუცქირიძე – ქართული ოცნება;
- რემი ბიწაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა.
წყალტუბო – #11 ოლქი
- რევაზი დიდავა – ქართული ოცნება;
- ლადო ყაველაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ოზურგეთი – #1 ოლქი
- ლელა საჯაია – ქართული ოცნება;
- გიორგი სირაძე – საქართველოსთვის.
ოზურგეთი – #6 ოლქი
- რაინდი დუმბაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- გიორგი ჩაგანავა – ქართული ოცნება.
ოზურგეთი – #11 ოლქი
- ნინო – მახარაძე – ქართული ოცნება;
- დათა მიქელაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი.
ოზურგეთი – #12 ოლქი
- ტიტე მგელაძე – ქართული ოცნება;
- შალვა თავდიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ჩოხატაური – #10 ოლქი
- ზვიადი მამალაძე – ქართული ოცნება;
- მამუკა ჯინჭარაძე – საქართველოსთვის.
სენაკი – #3 ოლქი
- ლაშა კუჭავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- გიგა წურწუმია – ქართული ოცნება.
სენაკი – #8 ოლქი
- მამუკა აბშილავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- შაქრო კაკაია – ქართული ოცნება.
მარტვილი – #3 ოლქი
- გიორგი გაბუნია – ქართული ოცნება;
- კობა ასაბაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
მარტვილი – #8 ოლქი
- ზურაბ ბიგვავა – საქართველოსთვის;
- მინდია გაბისონია – ქართული ოცნება.
მარტვილი – #9 ოლქი
- გოგი ბასილაია – ქართული ოცნება;
- გიორგი ჯიჯელავა – ევროპელი სოციალისტები.
ზუგდიდი – #4 ოლქი
- ზვიად ჯღარკავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ირაკლი ჯანაშია – ქართული ოცნება.
წალენჯიხა – #1 ოლქი
- ვალერიანე კვარაცხელია – ქართული ოცნება;
- გელა აბულაძე – საქართველოსთვის.
წალენჯიხა – #4 ოლქი
- ლირა ღურწკაია – ქართული ოცნება;
- მამუკა მიქავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
წალენჯიხა – #5 ოლქი
- ნანა კეკუა – ქართული ოცნება;
- ბელა კვირკვია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
წალენჯიხა – #6 ოლქი
- ვლადიმერი კვარაცხელია – ქართული ოცნება;
- რომან კვარაცხელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
წალენჯიხა – #9 ოლქი
- ბაკურ სონგულია – ქართული ოცნება;
- დათო მესხია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ჩხოროწყუ – #1 ოლქი
- ჯანო პერტაია – ქართული ოცნება;
- რამაზ გულუა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ჩხოროწყუ – #2 ოლქი
- მამუკა ფიჩხაია – ქართული ოცნება;
- ვარლამ სიჭინავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ჩხოროწყუ – #5 ოლქი
- შოთა წურწუმია – საქართველოსთვის;
- დათო კვირტია – ქართული ოცნება.
ჩხოროწყუ – #6 ოლქი
- ტარიელ შენგელია – საქართველოსთვის;
- ნუგზარ ჯალაღონია – ქართული ოცნება.
ჩხოროწყუ – #7 ოლქი
- აჩიკო ცირამუა – საქართველოსთვის;
- გოგა თოლორდავა – ქართული ოცნება.
ქედა – #2 ოლქი
- ევგენ ცინცაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ოთარ ხარაძე – ქართული ოცნება.
ხელვაჩაური – #5 ოლქი
- მამუკა ჯევაიში – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ელიზბარ ზოიძე – ქართული ოცნება.
ხელვაჩაური – #6 ოლქი
- დავით დუმბაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- შოთა ფუტკარაძე – ქართული ოცნება.
ხულო – #1 ოლქი
- ირაკლი ბოლქვაძე – საქართველოსთვის;
- ლევან მახარაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ხულო – #2 ოლქი
- ნადიმ დეკანაძე – ქართული ოცნება;
- თენგიზ შანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)