Site icon Civil.ge

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.18% იყო

ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მარკირების პროცედურას გადის, 2 ოქტომბერი, 2021, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 358 782 ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურის არჩევნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 17.18%-ია.

ცესკოს ინფორმაციით, რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა- 26.4% რაჭა-ლეჩხუმში – 26.4% დაიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 13.2% მცხეთა-მთიანეთში.

ცესკოს ცნობით, თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა – 17.7% – დიდუბეშია, ყველაზე დაბალი კი – 14.8% – კვლავ ისანში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 17.72% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 51.92% შეადგინა.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 16.5%% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 45.65% იყო.

ქვეყანაში ხმის მიცემა ზუსტად დილის 08:00 სთ-ზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურება. მეორე ტურებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)