ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 664 573 ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლების 31.82%-ია.
ცესკოს ინფორმაციით, რეგიონებში ყველაზე მაღალი აქტივობა- 45.4% რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – 26.9% ისევ მცხეთა-მთიანეთში.
ცესკოს ცნობით, თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა – 34.2% – დიდუბეშია, ყველაზე დაბალი კი – 27.4% ისევ ისანში.
მუნიციპალიტეტებში ამომრჩეველთა აქტივობით 49.4%-ით ონი ლიდერობს, ყველაზე დაბალი აქტივობა კი – 12.6% – დუშეთის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 33.18% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 51.92% შეადგინა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 29.84%% იყო, საბოლოო აქტივობამ კი – 45.65% იყო.
ქვეყანაში ხმის მიცემა ზუსტად დილის 08:00 სთ-ზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურება. მეორე ტურებში რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)