Site icon Civil.ge

საარჩევნო უბნები დაიხურა, ხმების დათვლა დაიწყო

ვაკის რაიონის #1 საარჩევნო უბანი, 30 ოქტომბერი, 2021, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

საქართველოს მასშტაბით 1 830 საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.

30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში 1 025 406 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც მეორე ტურებისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის 49.09%-ია.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობად ქედისა (64,98%) და ჩოხატაურის (69.36%) მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი აქტივობა (20.4%) კი – დუშეთის მუნიციპალიტეტში.

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 47.7% იყო. პირველ ტურში ამ მაჩვენებელმა 49.1% შეადგინა. თბილისში გამართულ მეორე ტურებში ყველაზე მაღალი აქტივობა ვაკის რაიონში (54.27%), ყველაზე დაბალი კი – ისნის რაიონში (42.5%) დაფიქსირდა.

თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, საბოლოო აქტივობამ 51.92% შეადგინა.

2017 წელს გამართული თვითმმართველობის არჩევნების დროს, საბოლოო აქტივობა ქვეყნის მასშტაბით 33.24% იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)