საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
დღეს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად მისულმა პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თქვა, რომ მან ყოფილ პრეზიდენტს პატრიარქის წერილი მიუტანა, რომელშიც იგი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას „სთხოვს“ და „ურჩევს“.
ჟურნალისტის კითხვაზე არ მიიჩნევს საპატრიარქო საჭიროდ, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს, ბოტკოველმა უპასუხა – „საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგანაც ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ სალომე ზურაბიშვილსა და ილია II-ს შორის შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამართლადამცველებმა 1 ოქტომბერს დააკავეს, უკვე 35-ე დღეა შიმშლობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)