უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „იმედგაცრუება“ გამოხატა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისა და ქართული მხრიდან სათანადო ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობის გამო.
8 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „დაუყონებლივ გადაიყვანოს“ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რომელიც მისთვის სათანადო სამედიცინო მზრუნველობას და გადაუდებელ დახმარებას უზრუნველყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, მან ოფიციალური ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.
„მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქის, შემდგომი დარჩენა პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში დამატებით რისკებს და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც ჰუმანიტარული მოსაზრებებით მოქმედების შემთხვევაში შესაძლებელია“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
- სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
- სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების გამო აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)