Site icon Civil.ge

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: „სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყარით“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის ბრიფინგი ვაშინგტონშო [სახელმწიფო დეპარტამენტის ფოტო]

9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქოლოგიური და სამედიცინო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყრას, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

პრაისმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენა, რომ იგი „პასუხისმგებელია“ დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, მათ სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს და დაიცვას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირადი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

ნედ პრაისის თქმით, მისი განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციას ეფუძნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)