ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ბლოკის 9 დეპუტატმა კვირას, 14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოშიმშილე ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ.
შიმშილობა დაიწყეს აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, ლევან ბეჟაშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, აბდულა ისმაილოვმა, დავით კირკიტაძემ და სულხან სიბაშვილმა.
3 ნოემბრიდან, იმავე მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს ელენე ხოშტარიაც, რომელსაც ფორმალურად საპარლამენტო მანდატი აქვს, თუმცა ხოშტარიას 2020 წლის წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ უცვნია და პარლამენტში არ შესულა.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსთავის #12 ციხიდან გლდანის ციხის #18 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტი დაკავების დღიდან, პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული შიმშილობს. იგი ამბობს, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუკი სამოქალაქო კლინიკაში უმკურნალებენ. ხელისუფლება უარზეა, მათ შორის, იმ არგუმენტით, რომ მომხრეები ექს-პრეზიდენტს ნაკლებად დაცული სამოქალაქო კლინიკიდან გაიტაცებენ.
- სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში უმკურნალებენ
- პენიტენციური ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის იძულებით შესახლების კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიება სააკაშვილის საქმეზე
- სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)