Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობა იანვარ-ოქტომბერში 23%-ით გაიზარდა

ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა და 11.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 24.9%-ით გაიზარდა ექსპორტი და 3.39 მლრდ აშშ დოლარი გახდა. 22.3%-ით – 7.96 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა იმპორტიც. 4.57 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის იანვარ-ოქტომბერშუ 1.68 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდიან – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 1.29 მლრდ, 1.23 მლრდ, 892.1 მლნ და 643.7 მლნ აშშ დოლარით.

520.6 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდიან – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უკრაინა 481.8 მლნ, 443.4 მლნ, 260.1 მლნ და 245.3 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 1.4 მლრდ, 812.2 მლნ, 705.2 მლნ, 492.5 მლნ და 448.7 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 655.6 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგია – ფეროშენადნობები – 377.9 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 373.3 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 189.1 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 121.99 მლნ აშშ დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები – 118.4 მლნ აშშ დოლარი; თხილი და სხვა კაკალი – 90 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 79.6 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 76.4 მლნ აშშ დოლარი; ტრიკოტაჟის ნაწარმი – 54.1 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.26 მლრდ აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში, მსუბუქი ავტომანქანები 706.7 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგია – ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 651.9 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 564.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 298.7 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 235.8 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 173.6 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 123.9 მლნ აშშ დოლარი; ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები – 100.3 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 91.7 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 78.6 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 4.9 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)