Site icon Civil.ge

პარლამენტმა რუსთავის ახლადარჩეულ მერს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე, ფოტო: რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook-დან

საქართველოს პარლამენტმა ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილ დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს, რომელმაც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე გადაინაცვლა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერის არჩევნებში გამარჯვება 2021 წლის 30 ნოემბრის მეორე ტურში მოიპოვა, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე დაამარცხა.

ნინო ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქართული ოცნების სახელით, რუსთავის მაჟორიტარული ოლქის მეორე ტურის მოგების შემდეგ გახდა. მაშინ მეორე ტურები ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე წარიმართა.

პარლამენტში ნინო ლაცაბიძის ჩასანაცვლებლად, 2022 წლის მაისში რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)