ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ დმიტრი დბარი „შინაგან საქმეთა მინისტრის“ თანამდებობიდან გაათავისუფლა და „სახელმწიფო დაცვის სამსახურის“ უფროსად გადაიყვანა. ინფორმაციას „აფსნი თუდეი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა ოპოზიციისა და ომის ვეტერანების რამდენიმეთვიანი მოწოდებები დბარის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე მას შემდეგ, რაც ერთი მხრივ, მილიციელებსა და მეორე მხრივ, „დეპუტატებსა“ და ომის ვეტერანებს შორის სოხუმში 30 სექტემბერს დაპირისპირება მოხდა.
დბარის პირველი მოადგილე, რუსლან აჟიბა „შინაგან საქმეთა მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ასევე წაიკითხეთ:
- აფხაზეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში „სისტემური კრიზისის“ თაობაზე წუხილები იზრდება
- გადადგომის თაობაზე მოთხოვნების მიუხედავად, აფხაზეთის „შს მინისტრი“ საქმიანობას დაუბრუნდა
- აფხაზეთში „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გადადგომას ითხოვენ
- ბჟანია მოსკოვის ვიზიტს აუქმებს და „შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს“ ნიშნავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)