Site icon Civil.ge

საქსტატი: ნოემბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო

სასურსათო დახლი. წყარო: Mehrad-Vosough / Unsplash.com

საქართველოს სტატისტის ეროვნული სამსახურის მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, ნოემბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო.

ამავე მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (20.2%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (17%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11.5%-იანი ზრდა).

ყოველთვიურ ინფლაციაზე კი – გავლენა შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: ტრანსპორტი (1.7%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.6%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)