ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 6 დეკემბერს ვალტერ ბუთბა ახალ „შინაგან საქმეთა მინისტრად“ დანიშნა. ბუთბამ ამ პოსტზე 2 დეკემბერს თანამდებობიდან გათავისუფლებული დმიტრი დბარი შეცვალა.
2014 წლიდან 2016 წლამდე, ბუთბა ბჟანიას წინამორბედის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციაში „შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ“ მსახურობდა. „აფსნიპრესის“ ცნობით, კიდევ უფრო ადრე, მას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, ბუთბა „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში გამორჩეული საქმიანობისთვის“ მედლით არის დაჯილდოებული.
ბჟანიას მიერ დმიტრი დბარის თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უძღვოდა ოპოზიციისა და ომის ვეტერანების რამდენიმეთვიანი მოწოდებები დბარის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, მას შემდეგ, რაც ერთი მხრივ, მილიციელებსა და მეორე მხრივ, აფხაზ „დეპუტატებსა“ და ომის ვეტერანებს შორის სოხუმში 30 სექტემბერს დაპირისპირება მოხდა. ბჟანიამ გადაწყვეტილება მართლწესრიგის გაუარესების თაობაზე მზარდი წუხილების ფონზე მიიღო.
ასევე წაიკითხეთ:
- აფხაზეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში „სისტემური კრიზისის“ თაობაზე წუხილები იზრდება
- გადადგომის თაობაზე მოთხოვნების მიუხედავად, აფხაზეთის „შს მინისტრი“ საქმიანობას დაუბრუნდა
- აფხაზეთში „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გადადგომას ითხოვენ
- ბჟანია მოსკოვის ვიზიტს აუქმებს და „შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს“ ნიშნავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)