Site icon Civil.ge

მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.4%-ით გაიზარდა

ფოტო: იბრაჰიმ ბორანი/unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 1.4%-ით გაიზარდა და 299 მლნ აშშ დოლარი გახდა.

საქსტატის ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატება ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა.

მესამე კვარტალში ქვეყანაში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იყო 60.9 მლნ აშშ დოლარით, შემდეგ მოდიან – ნიდერლანდები და ჩეხეთის რესპუბლიკა – 59.8 მლნ და 36 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვებიან – აშშ 29.6 მლნ აშშ დოლარით, თურქეთი – 24.2 მლნ აშშ დოლარით; მალტა – 15.8 მლნ აშშ დოლარით; საფრანგეთი – 14.5 მლნ აშშ დოლარით; სეიშელები – 13 მლნ აშშ დოლარით და რუსეთი – 12.5 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა – 87.1 მლნ აშშ დოლარი ფინანსურმა სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდიან – ენერგეტიკის სექტორი – 69.3 მლნ აშშ დოლარი; მრეწველობის სექტორი – 54.8 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტი – 27.9 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 16.5 მლნ აშშ დოლარი; კომუნიკაციები – 14.5 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა და სოციალური დახმარება – 7.5 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 6.9 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 2.3 მლნ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)