სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან 14 აგვისტოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გელა გოჭოშვილი გაათავისუფლეს და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავებული მოქალაქის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლების საკითხს ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე, ასევე გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
სუს-ის თქმით, „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“.
თავად გოჭოშვილის თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ბიძას სტუმრობდა, მას მედიკამენტები ჩაუტანა და უკან დაბრუნებისას დააკავეს.
მისივე თქმით, მას სამი კოლოფი სიგარეტი ჰქონდა, რისთვისაც კონტრაბანდული საქონლის გადატანას ედავებოდნენ, რისთვისაც 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ცენტრალური ხელისფლების ჩარევის შემდეგ, 4 თვეში გაათავისუფლეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)