Site icon Civil.ge

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საგარეო ვაჭრობა 25%-ით გაიზარდა

ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 20 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 25.1%-ით გაიზარდა და 12.82 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 26.7%-ით – 3.82 მლრდ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 24.5%-ით – 9 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5.18 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

წყარო: სტატისტიკის ერვონული სამსახური

1.9 მლრდ აშშ დოლარით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიის სათავეშია. შემდეგ მოდიან – რუსეთი – 1.48 მლრდ აშშ დოლარი, ჩინეთი – 1.36 მლრდ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 997.3 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 708.2 მლნ აშშ დოლარი.

ექსპორტის კუთხით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი – 569.1 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან – რუსეთი – 549.1 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 488.3 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 291.6 მლნ აშშ დოლარით და უკრაინა – 278 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იყვნენ – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი – 1.6 მლრდ აშშ დოლარით; 926.2 მლნ აშშ დოლარით; 790.4 მლნ აშშ დოლარით; 553.3 მლნ აშშ დოლარით და 509 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ექსპორტის კუთხით უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სიის სათავეში სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 750.1 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 417.6 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 414.8 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 216.4 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 140.9 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 130.9 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 106.4 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 97.7 მლნ აშშ დოლარით; დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – 87.7 მლნ აშშ დოლარით; ოქრო – 58.2 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.4 მლრდ აშშ დოლარი.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის სათავეში 796.2 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილებია. შემდეგ მოდიან – ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 737.7 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 668.3 მლნ აშშ დოლარით; დაფასოებული სამკურნალო საშუალებები – 334.3 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 281.3 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 194.1 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 136.8 მლნ აშშ დოლარით; ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები 112.8 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 97.5 მლნ აშშ დოლარით; ხორბალი და მესლინი – 88.8 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 5.6 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)