Site icon Civil.ge

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე გაათავისუფლეს

მავთულხლართები ცხინვალის რეგიონთან. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ გუშინ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე გაათავისუფლეს.

სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაში აქტიურად გამოიყენებოდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდებოდათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, – განაცხადეს სუს-ში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)