საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გუშინ, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს.
სუს-ის ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით გააქტიურებული იყო „ცხელი ხაზი“ და ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა სხვა მექანიზმს იყენებდა. ასევე, ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ“, – განაცხადეს სუსში.
ასევე წაიკითხეთ:
- ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- სუს-ის ცნობით, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს
- სუს-ის თქმით, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)