კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა, 30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე, 81 ხმით 7-ის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი სამივე მოსმენით მიიღო.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო ფუნქციონირებას 2022 წლის მარტიდან შეწყვეტს და სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები სამსახურის გარეშე დარჩებიან. ინსპექტორის სამსახურის სანაცვლოდ ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შეიქმნება.
სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების, სახალხო დამცველისა და თავად ლონდა თოლორაიას კრიტიკის ფონზე, ქართულმა ოცნებამ 29 დეკემბერს უკან დაიხია და ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს სანაცვლოდ შექმნილ სამსახურებში დარჩენა შესთავაზა.
ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა და ის სამი მოსმენით 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სესიებზე მიიღო.
ასევე წაიკითხეთ:
- „ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომლებს სანაცვლოდ შექმნილ სამსახურებში დარჩენას სთავაზობს
- პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხის დაჩქარებულად განხილვის შეწყვეტას ითხოვს
- აშშ-ის ელჩი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)