საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 12 %-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. კლების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის დარგში.
ამავე ცნობით, 2021 წლის პირველ 11 თვეში მშპ საშუალოდ 10.7%-ით გაიზარდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)