აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევით, საქართველოს მოსახლეობისთვის წუხილის მთავარ საგნად ეკონომიკა რჩება, ამასთან მოქალაქეები პოლიტიკურ პარტიებს ნაკლებად ენდობიან. გარდა ამისა, კვლავაც მაღალია ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილთა რიცხვი.
NDI-ისთვის საველე სამუშაოები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.4%-ია.
ეროვნული საკითხები: ეკონომიკა – წუხილის მთავარი საგანი
კვლევის მიხედვით, გამოკითხულების 43%-ის რწმენით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. წინა, ივლისის კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებლი 49% იყო.
პარალელურად, 21% მიიჩნევს, რომ საქრთველო საერთოდ არ იცვლება, 27%-ის მოსაზრებით კი – სწორი მიმართულებით ვითარდება.
რესპონდენტების 32% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სიღარიბეს ასახლებს, ასევე 32% ინფლაციას, 29 %სამუშაო ადგილებს, 16% ტერიტორიულ მთლიანობას, 13% პენსიებს.
ამასთან, გამოკითხულების 2% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად ნატოში გწევრიანებას, გარემოს დაცვას, ევროკავშირში გაწევრიანებას, კრიმინალს, რუსეთთან ურთიერთობასა და სასამართლო სისტემას ასახელებს.
გარდა ამისა, რესპონდენტების 49% საქართველოსთვის ეკონომიკის წინაშე მდგავ ყველაზე მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 42% ინფლაციას, 23% სიღარიბეს, 21% დაბალ ხელფასებს, 14% ლარის გაუფასურებას.
NDI-ის თქმით, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მოქალაქეები ძირითად ეკონომიკურ პრობლემებზე თანხმდებიან.
გამოკითხულების უმრავლესობა თანხმდება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, განათლების, ტერიტორიული მთლიანობის, კრიმინლისა და სიღარიბის მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება გაუარესდა. ქართული ოცნების მხარდამჭერების 51%-ც ფიქრობს, რომ სიღარიბის თვალსაზრისით ვითარება გაუარესდა.
ნდობის ნაკლებობა პოლიტიკური პარტიებისა და ინსტიტუტების მიმართ
გამოკითხულების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია მოქმედებს და არც ოპოზიცია. 51% ამბობს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისიწნებით მოქმედებს, 36% ეთანხმება, 13%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
პარალელურად, რესპონდენტების 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტსა და თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. 31% ეთანხმება, 16-მა არ იცის ან უარია პასუხზე.
კლვევის თანახმად, გამოკითხულების უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ – 41%-მა თქვა, რომ არცერთი. 12%-მა უარი თქვა პასუხზე, 6%-მა არ იცის. 24%-მა ქართული ოცნება დაასახელა, 9%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 8%-მა კი – სხვა პარტიები.
პოლიტიკურად გადაუწყვეტელი მოქალაქეების რაოდენობა თებერვლისა (62%) და ივლისის (70%)მონაცემებთან შედარებით, 58%-მდე შემცირდა.
კლვევის მიხედვით, პოლიტიკურად გადაუწყვეტელი მოქალაქეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 66% – 18-34 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, 55+ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი 50%-ია.
კვლევის თანახმად, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, გამოკითხულების 80% მხარს უჭერს პარტიათაშორის თანამშლომლობას.
რესპონტენტების უმრავლესობა მოქმედი მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილა. 52 % მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% კარგად, 9%-მა არ იცის ან უარია პასუხზე. პარალელურად გამოკითხულების 46% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, ასევე 46% პრეზიდენტის საქმიანობას, 35-35% კი – პრემიერმინისტრისა და ცესკოს საქმიანობით არის უკმაყოფილო.
გამოკითხვის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შეფასება, მისი წინამორბედ გიორგი გახარიას საქმიანობის 2020 წლის დეკემბრის შეფასებაზე უარესია. მაგალთად, ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად 27% აფასებს, მაშინ როდესაც 2020 წელს გიორგი გახარიას საქმიანობით კმაყოფილი 46% იყო.
2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 36%-დან 46%მდე გაიზარდა პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებაც. ცესკოს საქმიანობისადმი უკმაყოფილება კი – ბოლო 6 წლის განმავლობაში გასამმაგდა.
მოსახლეობა კვლავაც სკეპტიკურად არის განწყობილი პარლამენტის საქმიანობის მიმართ. გამოკითხულების 53% არ ეთანხმება, რომ პარლამენტი მისთვის მნიშვნელოვან საკიხთხებზე მუშაობს. 52%-ს არ სჯერა, რომ მის დასახლებაში არსებული პრობლემების მოგვარებაში პარლმენტის წევრი დაეხმარება. 61% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს.
რესპონდენტების 92%-ისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ან მნიშვნელოვანია. გამოკითხულების 50% ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, 39%-ის მოსაზრებით არის, 11%-მა არ იცის. ქართული ოცნების მხარდამჭერების 70% მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატია არის, ოპოზიციის მხარდამჭერების 74% ფიქრობს, რომ არ არის. ბოლო მოსაზრებას იზიარებენ იმ მოქალაქეების 50%, რომელთაც პარტია არ დაასახელეს.
ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა კვლავ მაღალია
კვლევის თანახმად, გამოკითხულების 42% კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა, 3%-მა კი – არ იცის. პარალელურად, 29% თქვა, რომ უკვე აიცრა, 25% კი – მზად არის, რომ აიცრას. საგულისხმოა, რომ მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ არ აიცრება, წინა, ივლისის კვლევასთან შედარებით, 47%-დან 42-მდე შემცირდა.
რაც შეეხება ბუსტერ დოზას, 63% ამბობს, რომ გაიკეთებს, 14% არ გაიკეთებს, 3%-მა უკვე გაიკეთა, 20%-მა კი – არ იცის გაიკეთებს თუ არა.
მათგან ვინც თქვა, რომ არ აიცრება, 38% მიზეზად ვაქცინის ხარისხს ასახელებს, 20% ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით არ იცრება, 15% კი – მიიჩნევს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით.
გამოკითხულების 59% ბავშვების აცრის წინააღმდეგია. 26% ამბობს, რომ მის შვილს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიდა, 15%-მა არ იცის.
2020 წლის თებერვალან შედარებით, 68%-დან 50%-მდე შეცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობას კოვიდპანდემიას კარგად უმკლავდება. ამასთან, გამოკითხულების 23% სრულად, 50% კი – ნაწილობრივ ენდობა ჯანდაცვის სისტემას.
ასევე წაიკითხეთ:
- ახალი კვლევით, მოქალაქეთა უმრავლესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა
- საზოგადოებრივი განწყობები NDI-ის კვლევაში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)