Site icon Civil.ge

როდის დაამტკიცებს გერმანია “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს?

"ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მიმღები ტერმინალი ქალაქ ლუბმინში.

რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირებისთვის გერმანიის ფორმალური მოთხოვნა შეასრულა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ყველაზე ადრე ივნისშია მოსალოდნელი.

რა მოხდა?

26 იანვარს, „გაზპრომის“ შვილობილმა, სააქციო საზოგადოება “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-მა,  გერმანიის ქალაქ  შვერინში კომპანია „Gas for Europe“ (G4E) დააფუძნა.

სწორედ G4E-მ უნდა მართოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის 54 კილომეტრიანი მონაკვეთი გერმანიის ტერიტორიულ წყლებში და ქალაქ ლუბმინში განლაგებული მიმღებ-გამანაწილებელი ტერმინალი.

„გაზპრომის“ აზრით, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გერმანიას მოუწევს განაახლოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი.

რატომ ფიქრობს „გაზპრომი“ ასე?

გაზსადენის მმართველი კომპანიის გერმანიაში რეგისტრაციით, რუსულმა მხარემ შეასრულა ბონში მდებარე ქსელების მართვის ფედერალური სააგენტოს ფორმალური მოთხოვნა. გასული წლის 16 ნოემბერს, სააგენტომ სწორედ იმ საბაბით შეაჩერა გაზსადენის სერტიფიცირება, რომ მისი ოპერატორი კომპანია დამოუკიდებელი არ იყო. მეორე მოთხოვნა ის იყო, რომ ევროპული კანონებით, მომპოვებელი და მიმწოდებელი კომპანია ერთი არ უნდა იყოს. G4E-ს ფორმალურად გაზის მოპოვებასთან არაფერი აქვს საერთო და მხოლოდ ტრანსპორტირებაზე მუშაობს.

რას ამბობს სააგენტო ახლა?

გერმანიაში „გაზპრომის“ ქცევის მოდელი

G4E-ს დაფუძნება კარგად ასახავს გერმანიაში თავისი ინტერესების გასატარებლად „გაზპრომის“ მოქმედების სქემას.

ამგვარად, G4U-ს სტრუქტურა იმეორებს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ქარგას, სადაც უშუალო მმართველი გამოცდილი ტექნოკრატია, ხოლო ლობისტი – გერმანიის მმართველ წრეებში გარეული ვეტერანი. ოღონდაც, თურმე გერმანიის საგარეო სამინისტრომ ჰალერს „გაზპრომის“ შეთავაზებაზე დათანხმება აუკრძალა „სამსახურებრივ ინტერესებთან შეუთავსებლობის“ გამო.

შემდგომი ნაბიჯები

სერტიფიცირების პროცესის გასაახლებლად გათვალისწინებული ოთხი თვიდან არასრული ორი თვეღა დარჩა. G4E-ს შექმნის შემდეგ ეს პროცესი ალბათ განახლდება, თუმცა მარეგულირებელი სააგენტოს შეფის პორტფელის გადაბარების გამო, ეს პროცესი ალბათ გაიწელება.

ქსელების მართვის სააგენტო თავის გადაწყვეტილებას ევროკომისიას წარუდგენს, რომელსაც თავისი დასკვნის მოსამზადებლად ორთვიანი ვადა აქვს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ეს ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს. ამის შემდეგ, გერმანულ რეგულატორს, ევროკომისიის დასკვნის მიღებიდან, კიდევ ორი თვე აქვს საბოლოო გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

აქაც, თუ გერმანიის საბოლოო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს, ამ უკანასკნელს უფლება აქვს გაასაჩივროს გერმანიის ქსელების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება.  

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “გაზპრომისთვის“ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, “ჩრდილოეთ ნაკადი 2“ თავის საქმიანობას ზაფხულის ბოლომდე ვერ შეუდგება. რეალურად კი ბიუროკრატიული პროცედურა შეიძლება წლის ბოლომდეც გაიწელოს.