ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება.
ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ბათუმში კი – საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი 2 დეკემბერს მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. იგი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რუსთავის მერად აირჩიეს.
იმავდროულად, ბათუმის საკრებულოში ერთი ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც 2021 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის არჩეული წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
ბათუმის შუალედური არჩევნების შედეგები საკრებულოს ბედსაც გადაწყვეტს, სადაც ნაციონალურ მოძრაობას, ასევე პარტიებს – საქართველოსთვის და ლელო საქართველოსთვის – სულ 17 წევრი ჰყავთ, რაც თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობაზე ერთით ნაკლებია.
ბათუმში 16 დეპუტატი ჰყავს ქართულ ოცნებას, ხოლო საკრებულოს ერთი წევრი, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობასთან და ლელოსთან შესაძლო თანამშრომლობას „მიუღებელი“ უწოდა და პარტია საქართველოსთვის დატოვა, დამოუკიდებელ საქმიანობას განაგრძობს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)