Site icon Civil.ge

საქსტატი: იანვარში წლიური ინფლაცია 13.9% იყო

სასურსათო დახლი. წყარო: Mehrad-Vosough / Unsplash.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 13.9% იყო.

წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 1.1%-ით გაიზარდა.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული ხამსახური

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (44.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (16.2%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (16.2%-იანი ზრდა).

ყოველთვიურ ინფლაციაზე ინფლაციის მაჩვენებლის მატება კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (2.9%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.5%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (3.8%-იანი კლება).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)