საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 14 თებერვალს აზერბაიჯანელ კოლეგებს – ალი ასადოვსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით ესაუბრნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა ხაზი გაუსვეს მათ ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის ორმხრივ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.
აზერბაიჯანის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ასადოვმა 13 თებერვალს ბოლნისის რაიონის სოფელ სამებასთან მომხდარი მიწისძვრის გამო ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა.
იმავდროულად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს, გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობაზე მოსაზრებები გაცვალეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ნათია თურნავა ბაქოში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა
- აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა
- ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან დავით გარეჯის საკითხი განიხილა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)