უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, 5-6 მარტიდან კლუბები საქმიანობას განაახლებენ, თუმცა სტუმართა დასაშვები რაოდენობა მხოლოდ 60% იქნება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო, რომლის თანახმადაც, ვირუსის გავრცელების „პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა“.
საქართველოს მასშტაბით, ღამის კლუბები 2020 წლის მარტში, მას შემდეგ დაიკეტა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, მთავრობამ შეზღუდვები არაერთხელ შეამსუბუქა და დახურული გასართობისივრცეებიც გახსნა და ე.წ. მწვანე პასპორტებიც გააუქმა, რამდენიმე სადღესასწაულო გამონაკლისის გარდა, ეს ღამის კლუბებს არ შეხებიათ.
ასევე წაიკითხეთ:
- კოვიდთან დაკავშირებული იზოლაციის პერიოდი კვლავ მცირდება
- საქართველოში კოვიდის „მწვანე პასპორტები“ გაუქმდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)