Site icon Civil.ge

ბრიუსელში საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრები შეხვედნენ 

საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრები - ჯუანშერ ბურჭლაძე და იანა ჩერნოჩოვა, ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში 16-17 თებერვალს მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, დღეს ჩეხ კოლეგას, იანა ჩერნოხოვას შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა სამხედრო მრეწველობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონულ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე საქართველოს პროგრესს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

დღესვე, ნატოს შტაბ-ბინაში ლიეტუვის თავდაცვის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ასევე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს კაუნასის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან, რომლის მიზანიც ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მონაწილე ქვეყნები საქართველოსთან ერთად უკრაინა, ლიეტუვა და აშშ არიან.

17 თებერვალს, ბურჭულაძე, უკრაინელ კოლეგასთან ერთად, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)