Site icon Civil.ge

ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს უკრაინის შესახებ ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თბილისში უკრაინის საელჩოში, ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე ტელეფონით ესაუბრა.

„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, [დავით] ზალკალიანს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ წინასწარ დაგეგმილ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე და საქართველოს მიმდინარე ოკუპაციაზე“, – დაწერა შოლემ Twitter-ზე 25 თებერვალს.

„ჩვენ ერთიანნი ვართ უკრაინასა და საქართველოსთან მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა „[აშშ-ის] ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

გამოხატა რა საქართველოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ „ერთობა და პარტნიორობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოების ამ გადაწყვეტ მომენტში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)