ევროპის საბჭოს მინისტრმა კომიტეტმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობის უფლებები შეუჩერა.
ქართული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველო იმ 42 ქვეყანას შორის იყო, რომელთაც შეჩერებას მხარი დაუჭირეს. სულ კენჭისყრაში 47 ქვეყანა მონაწილეობდა.
ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეჩერება არა საბოლოო, არამედ დროებითი ღონისძიებაა, რის შედეგადაც, კომუნიკაციის არხები ღია რჩება.
რუსეთი ევროპის საბჭოს წევრად და შესაბამისი კონვენციების, მათ შორის, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მონაწილედ რჩება.
ამასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის მხრიდან არჩეული მოსამართლე სასამართლოს წევრად რჩება, ხოლო სასამართლო კვლავ განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)