უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის ფონზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა შეშფოთება გამოხატა სქართველოსა და მოლდოვაზე რუსეთის გავლენის შესაძლო ამოქმედების გამო.
„გვაწუხებს ის, რაც შეიძლება მოხდეს მთელს რეგიონში. ვშიშობთ, რომ რუსეთი უკრაინით არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა მან 27 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ.
„და რუსულმა გავლენამ, შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში დაიწყოს მოქმედება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მოლდოვაში აპირებს ჩასვლას.
მისი თქმით, ევროკავშირი ფხიზლად უნდა იყოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე კრიზისის გავლენის თვალსაზრისით.
ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელმა ევროკავშირის კანდიდატი ბალკანეთის ქვეყნების პოზიციები და ევროკავშირთან მისი საგარეო პოლიტიკის თავსებადობა უნდა შეაფასოს.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
- „ყოჩაღ!“ – მოსკოვი საქართველოს პრემიერს აქებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)