Site icon Civil.ge

საქართველომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

Pro-Ukraine protest in central Tbilisi. February 26, 2022. Photo: Guram Muradov/Civil.ge

საქართველომ უკრაინაში 80 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ინფორმაცია საქართველოში უკრაინის საელჩომ 27 თებერვალს გაავრცელა.

„ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც ასეთ რთულ დროს გეხმარება, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებითაც“, – დაწერა უკრაინის საელჩომ „ფეისბუქზე“.

საქართველოს მთავრობამ 1 მლნ ლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შესახებ 26 თებერვალს განაცხადა.

ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებსა და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.

მთავრობის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა პრემიერმინისტრის წინააღმდეგ გამოთქმული მწვავე კრიტიკა მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა.

იმავდროულად, ათასობით საქართველოს მოქალაქე თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გასაპროტესტებლად აქციებს მართავს.

საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი, 27 თებერვალი, 2022, ფოტო: უკრაინის საელჩო საქართველოში

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)