თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ 9-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, 1 მარტს საპატიმრო დატოვა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, მან თქვა, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს. „ეგ არ არის ჩემი საქმე“, – დასძინა ახალაიამ.
„მე კეთილსინდისიერად პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას, სხვა მე არაფერი მიკეთებია“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.
ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გახდა და პოსტი 2012 წლამდე ეკავა, საიდანაც მცირე დროით შს მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალიას ბრალი რამდენიმე საქმეზე წარუდგინეს.
2018 წელს სასამართლომ ახალაია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე ცნო დამნაშავედ და მა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2014 წელს ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ორ სხვადასხვა საქმეზე ცნო. მათგან ერთი წამების ეპიზოდს, მეორე კი – გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულთათვის განსაკუთრებული პირობების შექმნას ეხებოდა.
კიდევ უფრო ადრე, 2013 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ.
ახალაიას უფლებამოსილების გადამეტებას კიდევ 4 სხვადასხვა საქმეზე ედავებოდნენ, რომლებშიც იგი სასამართლომ გაამართლა.
ბაჩო ახალაია სამართალდამცველებმა 2012 წლის ნოემბერში დააკავეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)