Site icon Civil.ge

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და ნიკუ პოპესკუ, 2019, ფოტო: mfa.gov.ge

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ნიკუ პოპესკუმ დღეს ტელეფონით ისაუბრეს და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საკითხი განიხილეს.

დავით ზალკალიანის თქმით, საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით კოორდინირებულად იმოქმედონ.

საქართველომ და მოლდოვამ უარი თქვეს შეერთებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

2021 წელს ორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად „ასოცირებული ტრიო“ ჩამოაყალიბეს, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრობისკენ ერთობლივი სწრაფვაა.

უკრაინამ ევროკავშირს წევრობისთვის 28 თებერვალს მიმართა და პროცესის დასაჩქარებლად „სპეციალური ახალი პროცედურის“ გამოყენებისკენ მოუწოდა.

იმავდროულად, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 1 მარტს განაცხადა, რომ თბილისი თავის გეგმას მისდევს და ევროკავშირს წევრობისთვის 2024 წელს მიმართავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)