1 მარტს დედაქალაქის ქუჩებში მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სადავო განცხადებებიც გააპროტესტეს.
შეკრებილებს სიტყვით ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, დროას დამფუძენებელმა, ელენე ხოშტარიამ და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მიმართეს.
ელენე ხოშტარიამ, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი თანაორგანიზატორიცაა, სამი მთავარი მოთხოვნაც გააჟღერა. ესენია: პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა; რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენა.
„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფმა, გურამ მურადოვმა დედაქალაქის საპრტესტო აქციების მეექვსე დღე ფოტოებში ასახა:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)