Site icon Civil.ge

სლოვენია მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

სლოვენიის პრემიერმინისტრი, იანეზ იანშა, ფოტო: https://twitter.com/JJansaSDS

სლოვენიის პრემიერმინისტრმა, იანეზ იანშამ 3 მარტს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი გუშინ მოაწერა.

ქვეყანა ახლა ბრიუსელისაგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

მანამდე, რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოდგან აურესკუმ ასევე გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)