Site icon Civil.ge

ევროკომისია საქართველოს განაცხადზე შეფასებას მოამზადებს

საქართველოს დროშა ევროკომისიის ბერლემონის შენობის წინ ფრიალებს. ბრიუსელი, ბელგია, 2019 წლის იანვარი.

საფრანგეთის მეთაურობით მოქმედი ევროკავშირის საბჭოს თანახმად, წევრი ქვეყნების მისიათა ხელმძღვანელებმა ევროკომისიას სთხოვეს წარმოადგინოს მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადების შესახებ.

ევროკავშირის მხრიდან ეს პროცედურული, თუმცა სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნების გაწევრების რთულ და მრავალწლიან გზაზე.

საქართველოს ხელისუფლებას თავდაპირველად განზრახული ჰქონდა წევრობის განაცხადი ბრიუსელში 2024 წელს გაეგზავნა. თუმცა ვითარება 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა შეცვალა.

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მაგალითი აიღო და ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი 3 მარტს, დაჩქარებულად მოაწერა. იმავე დღეს შეიტანა წევრობის განაცხადი მოლდოვამაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)