Site icon Civil.ge

კიევის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში დაქირავებული აფხაზი და ოსი მებრძოლები შეჰყავს 

სამხედრო აღლუმი მოსკოვში, ფოტო: როიტერსი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთს ქვეყანაში დაქირავებული აფხაზი და ოსი მებრძოლები შეჰყავს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის გადაწყვეტილების მიზეზად შტაბმა რუსეთის დიდი სამხედრო დანაკარგი და სარეზერვო შენაერთების დაკომპლექტებასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ოკუპირებული დონეცკიდან და ლუგანსკიდან ახალწვეულებს, ასევე რუსეთიდან პატიმრებს იყენებს სამხედრო ქმედებებში.

სოხუმის და ცხინვალის ხელმძღვანელობას ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

თუმცა, 11 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოხალისეების, მათ შორის საზღვარგარეთიდან, უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის გეგმებზე  თანხმობა განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის სურვილი 16 000 მოხალისემ გამოთქვა, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)