საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 21 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თბერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარე ვაჭრობა 49.3%-ით გაიზარდა და 2.54 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
54.5%-ით – 760.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 47.2%-ით – 1.78 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1.02 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.
354.3 მლნ აშშ დოლარით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პრტნიორი იყო თურქეთი. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 274.6 მლნ აშშ დოლარით, აზერბაიჯანი – 248.8 მლნ აშშ დოლარტით; ჩინეთი – 238.4 მლნ აშშ დოლარით და ბულგარეთი – 124.7 მლნ აშშ დოლარით.
95.4 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 92.9 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 92.3 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 83.8 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი – 58.9 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიროები იყვნენ – თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და აშშ 295.5 მლნ აშშ დოლარით, 181.8 მლნ აშშ დოლარით, 156.5 მლნ აშშ დოლარით, 143 მლნ აშშ დოლარით და 72.4 მლნ აშშ დოლარით.
საანგარიშო პერიოდში, 156.3 მლნ აშშ დოლარით ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო. შემდეგ მოდიან: ფეროშენადნობები – 100.5 მლნ აშშ დოლარით; მსუბუქი ავტომობილები – 72.6 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 58.2 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 33.2 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 23.3 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 20.2 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 17.6 მლნ აშშ დოლარით; ოქრო – 13.4 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 13.3 მლნ აშშ დოლართი; დანარჩენი საქონელი – 251.8 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია ნავთობი და ნავთობპროდუქტები 162.7 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 153.9 მლნ აშშ დოლარით; მსუბუქი ავტომობილები – 134 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 119.3 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 52.6 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 47.2 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 32.2 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 21.6 მლნ აშშ დოლარით; მანგანუმის მადნები და კონცენტრატები – 14.7 მლნ აშშ დოლარით; ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – 14.6 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.03 მლრდ აშშ დოლარით.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)