Site icon Civil.ge

საქართველოში შემოვიდა კოვიდის წამალი „პაქსლოვიდი”

ფოტო: Shutterstock.com

საქართველოში კოვიდის წამალი „პაქსლოვიდი” შემოვიდა. ინფორმაცია 22 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელშიც პრეპარატი შემოიტანეს. წამლით კოვიდპაციენტებს უფასოდ უმკურნალებენ.

პრეპარატი ამერიკულმა კომპანია „ფაიზერმა“ (Pfizer) შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარა როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომაც (EMA).

„პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობა ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს და 90%-მდე იცავს პაციენტს დაავადების გართულებისგან. კურსი 5 დღიანია.

ჯანდაცვის სამინისტრს თანახმად, პრეპარატით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებს უმკურნალებენ, რომელთაც დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, მაგალითად, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, ხანდაზმულებსა და ა.შ.

პრეპარატის დანიშვნას პაციენტის ოჯახის ექიმი გადაწყვეტს. წამლის მიწოდება ბინაზე იქნება შესაძლებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)