Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი ჟოზეპ ბორელს ტელეფონით ესაუბრა

ევროპული დროშა, ფოტო: ოლივიერ დარბონვილი/Unsplash.com

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გუშინ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს ტელეფონით ესაუბრა.

„ვესაუბრე [ჟოზეპ ბორელს] საქართველოს დაჩქარებულ ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის, შავი ზღვის [რეგიონის] უსაფრთხოებაზე“, – დაწერა Twitter-ზე სალომე ზურაბიშვილმა.

„მადლობელი ვარ [ჟოზეპ] ბორელის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი მხარდაჭერისთვის“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)