Site icon Civil.ge

ინალ არძინბამ მოსკოვში ვიზიტი დაასრულა 

ინალ არძინბა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში, მიხაილ ბოგდანოვი, ფოტო: „აფსნიპრესი“

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ  28 მარტს  მოსკოვში ვიზიტი მას შემდეგ დაასრულა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში, მიხაილ ბოგდანოვს შეხვდა.

საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, მხარეებმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობასა და ახლო აღმოსავლეთში აფხაზეთის ხელისუფლების კონტაქტების გაფართოებაზე იმსჯელეს.

არძინბა რუსეთში 22 მარტს ჩავიდა და იქ ერთი კვირა დაჰყო. ბოლო ორ თვეში ეს უკვე მისი მეორე ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში.

ვიზიტის ფარგლებში, არძინბა ასევე შეხვდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანს, დმიტრი პესკოვს, სახელმწიფო დუმის დეპუტატებსა და რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს, დმიტრი მეზენცევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)