საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 4 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, მარტში წლიური ინფლაცია 11.8% იყო.
ამავე ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 2.5%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (21.6%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (17.8%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (8.4%-იანი ზრდა).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირება შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: ტრანსპორტი (8.9%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2%-იანი ზრდა).
ასევე წაიკითხეთ:
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაზარდა
- თებერვალში საქართველოს მშპ 14.6%-ით გაიზარდა
- თებერვალში წლიური ინფლაცია 13.7% იყო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)