საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვთან საქართველოს მოქალაქე, გიორგი ქუჯოშვილი უკანონოდ დააკავეს.
საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც სოფელ ახალუბნის მკვიდრია ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს.
ქართული მედიის ცნობით, ქუჯოშვილს ე.წ. „საზღვრის“ უკანონოდ კვეთას ედავებიან და იგი იმავე ბრალდებით 2018 წლის ივლისშიც დააკავეს.
სუს-ის ცნობით, მომხდარზე გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)