Site icon Civil.ge

თურქეთის შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს შეხვდა

თურქეთის შს მინისტრი, სულეიმან სოილუ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, ფოტო: თურქეთის შს სამინისტროს Twitter-დან

თურქეთის შს მინისტრი, სულეიმან სოილუ, დღეს, თბილისში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და მინისტრმა სოილუმ „უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე“ და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით ომის გავლენებზე იმსჯელეს. მათვე მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ან კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიერვე ინიცირებული „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.

სოილუსთან შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის მხარდაჭერაზე, ასევე საზღვრის დაცვის საკითხებში და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა გომელაურმა სანაპირო დაცვისა და განსაკუთრებით „მცურავი საშუალებების“ შეკეთების მიმართულებით თურქეთის მხარდაჭერას ხაზი გაუსვა.

მთარგმნელის მეშვეობით საუბრისას, მინისტრმა სოილუმ გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო და თურქეთი შეძლებენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას ტერორიზმთან, არალეგალურ მიგრაციასთან, კიბერთანაშაულთან და უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში თანამშრომლობისთვის.

გარდა ამისა, თურქეთის შს მინისტრმა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შს და თავდაცვის სამინისტროებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატების შექმნის ინიციატივაც გააჟღერა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)