Site icon Civil.ge

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოში „შემაშფოთებელ ტენდენციაზე“ საუბრობს 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსი, ფოტო: გრეგორი მიქსის Facebook-დან

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა განაცხადა, რომ „საქართველოს სვლა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არ არის სრულყოფილი“.

„ჩვენ ვიხილეთ გარკვეული შემაშფოთებელი ტენდენციები ბოლო პერიოდში, მაგრამ მაინც მჯერა, რომ საქართველოს დემოკრატია სწორი მიმართულებით განვითარდება“, – განაცხადა მან.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ გზაზე“, – აღნიშნა მან.

გრეგორი მიქსმა ამის შესახებ 5 აპრილს საქართველოს მხარდამჭერი აქტის საკომიტეტო განხილვისას განაცხადა. დოკუმენტი კომიტეტმა უკვე მიიღო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

გრეგორი მიქსმა საკომიტეტო მოსმენაზე მხარდაჭერა გამოხატა კანონპროექტის მიმართ და განაცხადა, რომ „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ამაზე მნიშვნელოვანი დრო ამ კანონპროექტის მისაღებად ვერ იქნებოდა. რუსეთს ამჟამად საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული“.

მან უკრაინის თაობაზე საქართველოს პოზიციაზეც ისაუბრა და ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის შექებასთან ერთად, ხელისუფლებას ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„საკუთარ საზღვრებში რუსული ოკუპაციის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველმა ხალხმა გამოხატეს ურყევი და საჯარო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ერთიანი პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა მიქსმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)