ახალი რუსული კვლევის თანახმად, სანკტ-პეტერბურგელი ინტერნეტ-ტექნოლოგიების (IT) მიმართლებით სამუშაოს მაძიებელთათვის, რომლებიც საზღვარგარეთ აპირებენ გამგზავრებას, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია.
საინფორმაციო სააგენტო „ტასი“რუსული დასაქმების პლატფორმის Headhunter-ს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მარტში სანკტ-პეტერბურგელი რესპონდენტების 41%-მა დაადასტურა მზადყოფნა, რომ საკუთარი რეგიონი ან ქვეყანა დატოვონ.
დატოვების მსურველთათვის, საქართველო მესამე ყველაზე სასურველი ადგილია აშშ-ის და გერმანიის შემდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან 16 მარტის პერიოდში საქართველოში რუსეთის 30 439 მოქალაქე ჩამოვიდა, რომელთაგანაც 17 801-მა დატოვა ქვეყანა, ხოლო 12 638 დარჩა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)