Site icon Civil.ge

უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოში უკრაინაში დაღუპული მოხალისე მებრძოლები - გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ჩამოასვენეს, 24 მარტი, 2022, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, 9 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსულ აგრესიას კიდევ ორი ქართველი მოხალისე მებრძოლი ემსხვერპლა.

მედიის ცნობებით, ჩრდილოაღმოსავლეთ უკრინაში, ქალაქ იზიუმთან რუსულ საარტილერიო ცეცხლს 21 წლის ნიკა შანავა და 49 წლის დავით მენაბდიშვილი შეეწირნენ.

ქართული პრესის ცნობითვე, უკრაინაში მოხალისედ იბრძვის ნიკა შანავას ძმა, ლუკა შანავაც. ამ უკანასკნელის თქმით, ძმები უკრაინაში მოხალისე მებრძოლებად 16 მარტს ჩავიდნენ.

ჯამში, ბოლო რამდენიმე კვირაში, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის დამცველი 6 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. 18 მარტს ირპინში, კიევის მისადგომებთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 19 მარტს გავრცელდა ცნობები ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებ. ქალაქ ირპინთან 26 მარტს დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, დავით გობეჯიშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)