Site icon Civil.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში „პარლამენტის“ ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

ლაშა აშუბა, ფოტო: სააგენტო „აფსნი თუდეი“

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი მოწვევის „პარლამენტმა“ დღეს პირველი სხდომა ჩაატარა და 32 წლის ლაშა აშუბა ახალ სპიკერად აირჩია.

აშუბას მხარი ფარული კენჭისყრით 33-მა „დეპუტატმა“ ერთსულოვნად დაუჭირა. აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანო“ 35 წევრისგან შედგება, თუმცა 2 „დეპუტატის“ ასარჩევად განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

აშუბა თემურ ბერიასთან, ასტამურ არშბასთან, ალხას ჰაგბასთან, ვენორი ბებიასთან, ლევონ გალუსტიანთან და აშოტ მინასიანთან ერთად, იმ შვიდ „დეპუტატთაგანია“, რომლებმაც მანდატები წინა 2017-2022 მოწვევის „პარლამენტიდან“ შეინარჩუნეს.

საგულისხმოა, რომ ლაშა აშუბას მამა, ნუგზარ აშუბა 2002-2012 წლებში ასევე „პარლამენტის თავმჯდომარის“ პოსტზე მსახურობდა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)